რუსმა სამხედროებმა მოკლეს ყოველი მეხუთე მცხოვრები, რომელიც ოკუპირებულ ბუჩაში დარჩა. ამის შესახებ ბუჩაში გარდაცვლილთა ცხედრების ექსჰუმაციის შედეგად გახდა ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას ბუჩას მერი ანატოლი ფედორუკი ავრცელებს.
"ჩვენ ბუჩაში დავითვალეთ: მოკლულია ყოველი მეხუთე იმ ადამიანიდან, რომელიც ოკუპაციისას ქალაქში დარჩა და მე პირადად, როგორც ათასობით თანამოქალაქეს, ვგრძნობ სიძულვილს მათ მიმართ, ვინც აწამებდა და კლავდა მშვიდობიან ბუჩელებს“, - განაცხადა მან.
ანატოლი ფედორუკის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები სამოქალაქო პირების წინააღმდეგ დაფიქსირდა ბუჩასა და ვორზელში.
"განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია - ჯგუფური გაუპატიურება და ბავშვთა მკვლელობა. ეს დაფიქსირდა ბუჩაშიც და ვორზელშიც. როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ამაზე საუბარი, საჭიროა მათ შორის რუსულ ენაზეც. დაე, რუსმა დედებმა გაიგონ, რა გააკეთეს ბუჩაში მათმა შვილებმა“, - განაცხადა ფედორუკმა.