ავტორი:

"მადლობა გიორგის ვარშავაში მასპინძლობისთვის. ერთი თვის მერე ვბრუნდები საქართველოში" - რას წერს ალეკო ელისაშვილი?

"მადლობა გიორგის ვარშავაში მასპინძლობისთვის. ერთი თვის მერე ვბრუნდები საქართველოში" - რას წერს ალეკო ელისაშვილი?

პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინაში იბრძოდა, "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ სამშობლოში ბრუნდება.

"ვარშავაში ვართ. ბავშვობიდან ჩემი უსაყვარლესი პოლონელი მარშლის პილსუდსკის ძეგლთან, ბავშვობიდან ჩემი უსაყვარლესი ზვიად გამსახურდიას შვილთან გიორგისთან ერთად! უბევროს საქართველოს გიორგი გამსახურდიასნაირი საქმიანი, ენერგიული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოხელეები! მადლობა გიორგის ვარშავაში მასპინძლობისთვის. ერთი თვის მერე ვბრუნდები, ლევანთან ერთად, საქართველოში. როგორც კი დავინახავ რომ ისევ საჭირო ვარ გმირულ უკრაინაში მეომრად, იმ წამს დავბრუნდები - მეტი გამოცდილებით და მეტი შემართებით! სიკვდილი ოკუპანტებს! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!" - წერს ელისაშვილი.