საბერძნეთიდან და ესპანეთიდან გამოძევებული რუსი დიპლომატების რუსეთში დასაბრუნებლად მოსკოვიდან გაგზავნილი თვითმფრინავი იძულებული იყო შემოვლითი გზით 15 000 კილომეტრზე მეტი ეფრინა, - შესაბამისი ინფორმაცია ვებგვერდ FlightRadar24-ზეა განთავსებული.
"მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთმა და საბერძნეთმა ერთჯერადი გამონაკლისი დაუშვეს თვითმფრინავის თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლისთვის, ფრენა შესრულდა იმ ქვეყნების შემოვლით, რომლებიც ინარჩუნებენ აკრძალვას რუსეთის რეისებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ფრენის მთლიანი სიგრძე 15 163 კმ იყო.
„ფრენის მთლიანი სიგრძე 15 163 კმ იყო. სინგაპურ-ნიუ-იორკის მსოფლიოს ყველაზე გრძელ რეისზე ცოტათი ნაკლები,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.