ავტორი:

"უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა არის... " რას წერს მიხაილო პოდოლიაკი

"უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა არის... " რას წერს მიხაილო პოდოლიაკი

ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა - უკრაინის შეიარაღება და ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესებით რუსეთის სისხლისგან დაცლაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი "ტვიტერზე“ წერს.

მისივე თქმით, ომი უკრაინაში შეიძლება გაიწელოს, რაც გამოიწვევს სასურსათო კრიზისს მთელ მსოფლიოში.

"უკრაინაში გაწელილმა ომმა შეიძლება გამოიწვიოს სასურსათო კრიზისი მთელ მსოფლიოში. ამის შესახებ წამყვანი ანალიტიკოსები საუბრობენ. ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა - უკრაინის შეიარაღება და ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესებით რუსეთის სისხლისგან დაცლაა. ვინც არჩევს თვალი დახუჭოს ომზე იქიდან გამომდინარე, რომ ეშინია ფასების ზრდის, მიიღებს ერთსაც და მეორესაც“,- განაცხადა პოდოლიაკმა.