ავტორი:

"რუსეთი უკრაინაში სარაკეტო იერიშების მიტანას ომის ბოლო დღემდე გააგრძელებს, ეს სულ მცირე ერთი თვე გაგრძელდება" - ალექსი არესტოვიჩი

"რუსეთი უკრაინაში სარაკეტო იერიშების მიტანას ომის ბოლო დღემდე გააგრძელებს, ეს სულ მცირე ერთი თვე გაგრძელდება" - ალექსი არესტოვიჩი

რუსეთი უკრაინაში სარაკეტო იერიშების მიტანას ომის ბოლო დღემდე გააგრძელებს. ეს სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

"არ უნდა იყოს არავითარი ილუზია, სარაკეტო დარტყმები ჩვენს ქალაქებზე ომის ბოლო დღემდე განხორციელდება. უსაფრთხო ადგილი ახლა არ არსებობს. ჯერ კიდევ ბევრი რაკეტაა. ისინი ძირითადად იყენებენ საჰაერო ბაზირების რაკეტებს, რომლებიც უკრაინამ მათ ბუდაპეშტის მემორანდუმის საფუძველზე გადასცა. ამაში მდგომარეობს დიდი ირონია. ასეთი რაკეტა მათ ჯერ კიდევ ასეულობით აქვთ და იმის გათვალისწინებით, რომ სარაკეტო ზალპში, როგორც წესი, 5-10 რაკეტაა, შეიძლება დავთვალოთ ჯერ კიდევ რამდენი სარაკეტო ზალპი დარჩათ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

ამასთანავე, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ოკუპანტები მთელს სარაკეტო არსენალს უკრაინის წინააღმდეგ არ გამოიყენებს. რაკეტების ნაწილს რუსეთი "ნატოსთან საშიში ომისთვის“ დაიტოვებს.

"ვფიქრობ, კიდევ ერთი თვის განმავლობაში გააგრძელებენ ისინი თავდასხმას, ამ ნაწილში ილუზიები არ უნდა გვქონდეს“, - განაცხადა არესტოვიჩმა.