აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. წინასააღდგომო განწყობა უკვე შეინიშნება მაღაზიებში, ლამაზი სააღდგომო დეკორისა და პასკის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტების სახით.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, „ბიბლუსში“ სპეციალურად გამოყოფილ სტენდებზე სააღდგომო პროდუქციის ძალიან მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი. დღეიდან კი „ბიბლუსში“ მისულ ადამიანებს, სააღდგომო პროდუქციის ყოველ 20-ლარიან და მეტ შენაძენზე საჩუქრად წიგნი გადაეცემათ.
აქცია 20 აპრილს დაიწყება. როგორც იცით, აპრილი წიგნის ჩუქების თვეა. „ბიბლუსის“ აქცია კითხვის წახალისებასაც ეხმაურება. წიგნი ხომ უნივერსალური და მუდამ სასურველი საჩუქარია?
„ბიბლუსის“ სააღდგომო კოლექციაში წარმოდგენილია ორიგინალური სააღდგომო ჭურჭელი, კალათები, სხვადასხვა დეკორი, სანთლები, ფაიფურის და კერამიკის ფიგურები, უსაყვარლესი ჯუჯების ფართო არჩევანი და სხვ. ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანი შეძლებს იპოვოს მისთვის სასურველი ნივთი.
R