ავტორი:

ჯერ ლეგენდარული მამა მოუკლეს, ახლა რუსეთის ობოლთა თავშესაფარში გზავნიან - რა ელის მარიუპოლელ 12 წლის კირას, რომელიც ოკუპანტების ხელში აღმოჩნდა?

ჯერ ლეგენდარული მამა მოუკლეს, ახლა რუსეთის ობოლთა თავშესაფარში გზავნიან - რა ელის მარიუპოლელ 12 წლის კირას, რომელიც ოკუპანტების ხელში აღმოჩნდა?

17 მარტს, მარიუპოლთან შეტაკებისას ლეგენდარული წყალბურთელი ევგენი ობედინსკი მოკლეს.

CNN-ი მის ქალიშვილზე - კირაზე, მძიმე ამბავს გვიყვება.

რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე კირა ხალისითა და სიყვარულით სავსე გოგონა იყო.

დღეს? - დღეს ობოლი და ტრავმირებულია. მამის გარდაცვალების შემდეგ, კირა, ევგენის მეგობარ გოგონასთან ერთად, მშობლიური ქალაქის დატოვებას ცდილობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა პიროვნებამ შემთხვევით ნაღმზე ფეხი დააბიჯა...

12 წლის გოგონა რუსეთის მიერ კონტროლირებად დონეცკის რეგიონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პატარა კირა ახლა რუსეთის საინფორმაციო ომის უნებლიე მონაწილეა.

ბავშვს დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა. როგორც მოგახსენეთ, მამამისი ლეგენდარული უკრაინელი წყალბურთელი იყო, რომელიც რუსულმა ძალებმა 17 მარტს მარიუპოლის სამხრეთ ნაწილში ერთ-ერთი შეტევის შემდეგ მოკლეს.

კირა, ბაბუასთან ერთად

კირას ბაბუას - ოლექსანდრს, რომელიც წყალბურთში უკრაინის დამსახურებული მწვრთნელია, ეშინია, რომ შვილიშვილს ვეღარასდროს შეხვდება და გულში ვეღარ ჩაიკრავს, მიუხედავად იმისა, რომ დონეცკის მთავრობის ერთ-ერთმა კომპეტენტურმა პირმა დაურეკა და უთხრა, რომ შეეძლო ჩასულიყო და ბავშვზე მეურვეობა დაებრუნებინა, თუმცა საომარი ვითარების დროს მსგავსი ქმედება ავტომატურ სიკვდილს ნიშნავს.

CNN-თან ინტერვიუსას ოლექსანდრმა განაცხადა, რომ კირას რუსეთში, ობოლთა თავშესაფარში გადაყვანას უპირებენ. გააგრძელეთ კითხვა