ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში მინი ტრაქტორის ხევში გადავარდნის შედეგად დაშავებული სამი წლის ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
როგორც ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, სამი წლის ბავშვს თავის არეში მძიმე დაზიანება აქვს მიღებული და იგი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში წუხელ გადმოიყვანეს.
რაც შეეხება ბაბუას, რომელიც გუშინ 3 წლის შვილიშვილთან ერთად ხევში გადავარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში ბაბუა და შვილიშვილი ხევში გადავარდნენ, რის შედეგადაც სამი წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა.
მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 281-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.