ავტორი:

"თუ 500 000-კაციან პარტიას შეუძლია წყნარად უყუროს, როგორ კვდება მათი ლიდერი, მაშინ თქვით, რომ პარტია არ ხართ" - ჩარკვიანი "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს

"თუ 500 000-კაციან პარტიას შეუძლია წყნარად უყუროს, როგორ კვდება მათი ლიდერი, მაშინ თქვით, რომ პარტია არ ხართ" - ჩარკვიანი "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს

თუ 500 000-კაციან პარტიას შეუძლია წყნარად უყუროს, როგორ კვდება მათი ლიდერი, მაშინ თქვით, რომ პარტია არ ხართ. ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, გადავკეტოთ რუსთაველი და აღარ გამოვიდეთ რუსთაველიდან, - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის გადარჩენისთვის აქცია რუსთაველის მოედანზე დღესვე უნდა გამართონ და ნარატივი, რომ აქცია მიშასთვის არ უნდა გაიმართოს, მისმა მტრებმა "შემოაგდეს“.

"ჩვენ ყველანი ვართ გამოცხადებული მკვლელობის მოწმენი. ადამიანი ჩვენს თვალწინ კვდება. თუ 500 000-კაციან პარტიას შეუძლია წყნარად უყუროს, როგორ კვდება მათი ლიდერი, მაშინ თქვით, რომ პარტია არ ხართ. ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, გადავკეტოთ რუსთაველი და აღარ გამოვიდეთ რუსთაველიდან. მახსოვს სიცილი ლეიბებზე, პოლონეთში დრამატული თეატრის წინ რომ დააგეს ლეიბები, ვფიქრობ, ძალიან პატრიოტულად გააკეთეს, არ მგონია, ჩვენ ნაკლები პატრიოტები ვიყოთ.

ნარატივი, რომ აქცია მიშასთვის არ უნდა იყოს, მისმა მტერმა შემოაგდო. ჩვენ ვალდებულები ვართ მის წინაშე, რომ არ მოვაკვლევინოთ. მოდით, დღესვე გავაკეთოთ აქცია რუსთაველზე სააკაშვილის გადარჩენისთვის, ნურავინ ველოდებით, ნურავის! მე არ მინდა იმ სიაში ყოფნა, რომელიც ხელს მოაწერს საქართველოს პრეზიდენტის სიკვდილს”, - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.