ავტორი:

"დანაშაული, რომელიც მარიუპოლში ხდება, ბევრად უფრო საშინელი და მასშტაბურია - გპირდებით, ყველა პასუხისმგებელ პირს ვიპოვით" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"დანაშაული, რომელიც მარიუპოლში ხდება, ბევრად უფრო საშინელი და მასშტაბურია - გპირდებით, ყველა პასუხისმგებელ პირს ვიპოვით" - ვოლოდიმირ ზელენსკი

ჩვენი ინფორმაციით, ალყაში მოქცეულ მარიუპოლში 120 000 ადამიანია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მარიუპოლში, რუსული ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულები, ბოროდიანკაზე უფრო საშინელია.

,,ჩვენი ინფორმაციით, ალყაში მოქცეულ მარიუპოლში 120 000 ადამიანია. დანაშაულები, რომლებიც იქ ხდება, ბევრად უფრო საშინელი და მასშტაბურია, ვიდრე ბოროდიანკაში. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია, ყველა პასუხისმგებელი პირი პასუხისგებაში მივცეთ და გპირდებით, რომ მათ ყველას ვიპოვით", - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც CNN-ი იუწყება, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ორი საათის განმავლობაში საუბრობდნენ და სანქციების, იარაღის, უკრაინის ევროკავშირში წევრობისა და ფინანსური დახმარების საკითხები განიხილეს.