"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ნიკა მელიას ოფიციალურ facebook-ის გვერდი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა მელია და პარტიის სხვა ლიდერები უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს - ანდრეი ერმაკს, უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის ფრაქციის თავმჯდომარეს - დავით არახამიას და უკრაინის რადას თავმჯდომარეს - რუსლან სტეფანჩუკს შეხვდნენ.