ამ დროისთვის უკრაინაში დაახლოებით 90 000 რუსი სამხედრო იმყოფება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა.
"დაახლოებით 90 000 ახლა უკრაინის ტერიტორიაზეა და სადღაც 22 000 საზღვრებზე ბედნიერად იმალება ბუჩქებში და წერს მოხსენებებს დედიკოებს და მამიკოებს: "არ გვინდა ბრძოლა, აქ საშინელებაა, შეიძლება აქედან წავიდე““, - აღნიშნა არესტოვიჩმა.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 20 900 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.