ავტორი:

სიახლე: ლიბერთიში ბიზნეს ანგარიშის გახსნა უკვე ონლაინ არის შესაძლებელისიახლე: ლიბერთიში ბიზნეს ანგარიშის გახსნა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი

სიახლე: ლიბერთიში ბიზნეს ანგარიშის გახსნა უკვე ონლაინ არის შესაძლებელისიახლე: ლიბერთიში ბიზნეს ანგარიშის გახსნა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი

ლიბერთი ახალი სტრატეგიის ფარგლებში აგრძელებს ბიზნეს მიმართულების განვითარებას და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით ახალი ციფრული სერვისების დანერგვას.

ამიერიდან, ბანკში ბიზნეს ანგარიშის გახსნა უკვე დისტანციურად არის შესაძლებელი.

პლატფორმაზე www.libertybusiness.ge ბიზნეს ანგარიშის გახსნის პროცესი მარტივია - რეგისტრაციისთვის დაახლოებით 5 წუთია საჭირო და მოიცავს კითხვებს კომპანიისა და სასურველი საბანკო პროდუქტების შესახებ.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, სრულად დისტანციურად აქტიურდება შემდეგი პროდუქტები:

  • მიმდინარე ბიზნეს ანგარიში ეროვნულ ვალუტაში;
  • ბიზნეს ინტერნეტ ბანკი;
  • SMS სერვისი (არჩევის შემთხვევაში);
  • ბიზნეს ბარათი (არჩევის შემთხვევაში).

პროცესის დასრულებისთანავე, ბიზნეს ანგარიშის მართვა ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი.

“ახალი ლიბერთი ახალ ციფრულ შესაძლებლობებს ქმნის თავისი მომხმარებლებისთვის. ჩვენი მიზანია, ადამიანებისთვის შევქმნათ საუკეთესო ციფრული გამოცდილება სამომხმარებლო, თუ ბიზნესის მიმართულებით. ლიბერთის ციფრული ბანკინგის გუნდის მთავარი ინსპირაცია ამ ახალი პლატფორმის შექმნისას, მომხმარებლების ბიზნეს მიზნების მიღწევის ხელშეწყობა იყო. მოხარული ვართ, რომ უკვე დღეიდან, იურიდიული პირებისთვის ანგარიშის გახსნა მარტივად, სრულად დისტანციური პროცესით არის შესაძლებელი“ - ელენე ჩუბინიძე, ციფრული ბანკინგის ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის უფროსი

R