ავტორი:

"შედეგი დადებითია. ზუსტად ისეთია, როგორიც გვინდოდა" - ერდოღანი ზელენსკისა და პუტინს მოსალაპარაკებლად სტამბოლში იწვევს

"შედეგი დადებითია. ზუსტად ისეთია, როგორიც გვინდოდა" - ერდოღანი ზელენსკისა და პუტინს მოსალაპარაკებლად სტამბოლში იწვევს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მომდევნო 48 საათის განმავლობაში რუს და უკრაინელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარს ელოდება იმ იმედით, რომ ორივეს სტამბოლში შეხვდება, რათა უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი დასრულდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"შედეგი დადებითია. ეს არ არის ზუსტად ისეთი, როგორიც გვინდოდა, მაგრამ უკეთესი იქნება, ჩვენ უიმედოდ არ ვართ.

იმედი მაქვს, რომ ისინი ჩვენს მოწვევას მიიღებენ და ჩვენ მათ სტამბოლში შეკრებას შევძლებთ", - განაცხადა ერდოღანმა, უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.