ავტორი:

"პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნა ძალიან რთულია - ახლა ვხედავ უდიდეს შანსს ამ მიმართულებით გარღვევისა" - ნიკა მელია

"პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნა ძალიან რთულია - ახლა ვხედავ უდიდეს შანსს ამ მიმართულებით გარღვევისა" - ნიკა მელია

"პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის გარეშე მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნა მოკლევადიან პერსპექტივაში არის ძალიან რთული - ახლა ვხედავ უდიდეს შანსს ამ მიმართულებით გარღვევისა, რასაც ვერ ვხედავდი რამდენიმე თვის წინ", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ "ფეისბუქ“ ლაივის დროს განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების რამდენიმე გამოსავალი: განგრძობადი, ხალხმრავალი საპროტესტო აქციები, საერთაშორისო პარტნიორების ძალიან აქტიური ჩართულობა და თეორიულად არის შესაძლებლობა პრეზიდენტის მიერ შესაბამის დოკუმენტზე ხელის მოწერა.

"თუკი რამეს ეს პარტია და ამ პარტიის ნებისმიერი ლიდერი მთელი 6 თვის განმავლობაში შესაძლებლობების ფარგლებში აკეთებს, თქვენთან ერთად, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნა. რა თქმა უნდა, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ჰქონდა ადგილი და ეს პარტია, არც ერთი დეპუტატი, თუ უბრალოდ მხარდამჭერი არ მოისვენებს და არ გვექნება მოსვენების შესაძლებლობა, სანამ ეს ისტორიული უსამართლობა არ აღმოიფხვრება. თავიდანვე ჩანდა, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, სამწუხაროდ, ვერ იქნებოდა ხანმოკლე და ბევრ სირთულესთან იქნებოდა დაკავშირებული. უკვე მეშვიდე თვეა სახეზეა მისი ტყვეობა, მაგრამ რა არის გამოსავალი?!

გამოსავალი არის აქტიურობა. რა არის აქტიურობაში ნაგულისხმევი? მხოლოდ საპროტესტო აქციები? - არა, რა თქმა უნდა. თანხვედრაში უნდა მოვიდეს სხვადასხვა ტიპის აქტივობა... პირადად რომელ აქტივობაშიც მე არ ვიყავი ჩართული ეს იყო ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტია არ იყო წარმოდგენილი ამ პლატფორმაზე, სხვა ლიდერები პირველივე დღიდან არაფერს აკლებენ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ მოვიპოვოთ მხარდაჭერა. ახლა უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში პირადად ვარ ჩართული ამ კომუნიკაციაში და უკანასკნელი ჩემი და ჩემი მეგობრების ვიზიტიც უკრაინაში დიდწილად ამ საკითხსაც შეეხებოდა და მომდევნო ორ კვირაში რამდენიმე გასვლითი ვიზიტი მაქვს დაგეგმილი სხვადასხვა სახელმწიფოში.

მიმაჩნია, რომ ჩვენი მეგობრების აქტიური მხარდაჭერის გარეშე მიხეილ სააკაშვილის დახსნა ტყვეობიდან ისე, რომ ეს გავთვალოთ მოკლევადიან პერსპექტივაში არის ძალიან რთული. არსებობს რამდენი გამოსავალი, ერთი - განგრძობადი, ხალხმრავალი საპროტესტო აქციები, მეორე - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალიან აქტიური ჩართულობა და მათი აქტიური მონაწილეობით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და მესამე შესაძლებლობა თეორიულად არის ქალბატონ ზურაბიშვილის მიერ შესაბამის დოკუმენტზე ხელის მოწერა, რასაც ის არ აკეთებს. ამ წუთის მდგომარეობით ყველაზე ეფექტურ, პოტენციურად მიხეილ სააკაშვილისთვის, ამ პარტიისთვის სასარგებლო ველზე საიდანაც უფრო მეტ შედეგს გამოვიტანთ, ვაქტიურობთ, პირადადაც კი - ეს არის ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა.

დიახ, არსებობს რამდენიმე გამოსავალი, სადაც პოლიტიკური რამდენიმე სვლიანი კომბინაციის გათამაშებით შესაძლებელი გახდება მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნა და სამკურნალოდ გადაყვანა და ქვეყნის გარეთ გაყვანა. ამით ვიღვიძებთ და ვიძინებთ, ხალხო. 100 ათასი ადამიანის მიერ ორგანიზებული აქციებიც რომ გამართულიყო, მაინც ციხეში ვიჯდებოდი, რომ არა მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების. პროცესი სხვაგვარად წავიდა, ვერ მივიღეთ ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც ველოდებოდით იმ დღეებში, იმ თვეებში, მაგრამ ახლა ვხედავ უდიდეს შანსს ამ მიმართულებით გარღვევისა, რასაც ვერ ვხედავდი რამდენიმე თვის წინ. ერთადერთი, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება გააქტიურდა, იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გახდა შეუძლოდ და აუცილებლობა ხდებოდა მისი გორის ჰოსპიტალში გადაყვანა", - განაცხადა მელიამ.