ავტორი:

"5 თვის პატრისია უკრაინიდან. საქართველოს უყვარხარ. მამაშენი გმირია!" - რას წერს არჩილ თალაკვაძე

"5 თვის პატრისია უკრაინიდან. საქართველოს უყვარხარ. მამაშენი გმირია!" - რას წერს არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში პატარა უკრაინელ გოგონასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. გოგონას პატრისია ჰქვია.

თალაკვაძე წერს, რიმ პატრისიას მამა გმირია.

"5 თვის პატრისია უკრაინიდან. საქართველოს უყვარხარ. მამაშენი გმირია!" - წერს თალაკვაძე.

ცნობისთვის, დღეს არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები მოინახულა და აღდგომა მიულოცა.

ამის შესახებ ინფორმაციას პაპუაშვილიც აქვეყნებს.

"მოვინახულეთ და დამდეგი აღდგომა მივულოცეთ.გავუზიარეთ ჩვენი ემოციები, რომელიც უკრაინასთან გვაკავშირებს. ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, მაგრამ, საუბრის ძირითადი თემა იყო თუ როგორ უნდა გავიხედოთ წინ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, იგრძნონ ზრუნვა როგორც ქვეყნის, ისე ადამიანების მხრიდან, შეიძინონ ახალი მეგობრები, გაეცნონ საინტერესო ამბებს და ეს პერიოდი, რომელიც, მართალია, ტრაგიკულია, მაგრამ ამავე დროს, მათი ცხოვრების ნაწილია, საქართველოში გაატარონ მთელი სისავსით. უკრაინელები გვესაუბრნენ იმ სითბოზე, რომელსაც ყოველდღე გრძნობენ საქართველოში. ისინი ქართველი ხალხის განსაკუთრებულად მადლიერნი არიან", - წერს შალვა პაპუაშვილი.