ავტორი:

"მთელი ეს კამპანია - სააკაშვილის ვითომდა სამკურნალოდ გადაყვანის, სინამდვილეში არის კამპანია მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რათა აირიდოს სასჯელი" - შალვა პაპუაშვილი

"მთელი ეს კამპანია - სააკაშვილის ვითომდა სამკურნალოდ გადაყვანის, სინამდვილეში არის კამპანია მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რათა აირიდოს სასჯელი" - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის კამპანია სინამდვილეში მისი გათავისუფლების კამპანიაა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულის მიზანი სააკაშვილისთვის "დამსახურებული მსჯავრის არიდებაა“.

"ყველა მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სათანადო სამედიცინო მომსახურება და ეს უზრუნველყოფილია ქართულ ციხეებში - ყველა მსჯავრდებულს მისი სტატუსის მიუხედავად, სათანადო სამედიცინო მომსახურება აქვს. მთელი ეს კამპანია - მიხეილ სააკაშვილის ვითომდა სამკურნალოდ გადაყვანის (თავი არავინ უნდა მოიტყუოს, მითუმეტეს საზოგადოებას ასე რომ ატყუებენ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამხელა დეზინფორმაციულ კამპანიაზე დაფუძნებული ძალაა "ნაციონალური მოძრაობა“), სინამდვილეში არის კამპანია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რათა აირიდოს სასჯელი, რომელიც მართლმსაჯულებამ მიუსაჯა იმის გამო, რომ მან დეპუტატი სიკვდილამდე აცემინა და იმისთვის, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა (რაც სტრასბურგის სასამართლომაც თქვა)“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, იმსახურებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი შეწყალებას, პაპუაშვილი ამბობს: "ჩემი განსასაზღვრი არაა, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა“.

"არცერთ დანაშაულს არ ინანიებს და ამ პირობებში შეწყალება...“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.