ავტორი:

Hotsale.ge წლის ღონისძიება TICE 2022-ის მხარდამჭერი გახდა

Hotsale.ge წლის ღონისძიება TICE 2022-ის მხარდამჭერი გახდა

დანაზოგების ყველაზე მასშტაბური ქართული პლატფორმა Hotsale.ge, ტრენერთა ასოციაციის -წლის ღონისძიების TICE 2022 პარტნიორი გახდა.

TICE (Training Industry Conference #Expo)“ კორპორაციული სასწავლო მიმართულებით წლის მთავარი მოვლენაა და ის წელს საქართველოში ტრენერთა ასოციაციის ორგანიზებით პირველად ჩატარდა. მის მთავარ მიზანს ტრენინგ პროფესიონალების ერთ სივრცეში შეკრება და მათ შორის ღირებული გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.

ღონისძიების მონაწილეებმა ინფორმაცია გაცვალეს ბიზნესის სხვადასხვა სექტორის მუშაობის სპეციფიკის, სიახლეების, ტენდენციების, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ამასთან, TICE-ის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი, გაეგოთ ახალი შესაძლებლობების შესახებ ტრენინგ ინდუსტრიაში. საგამოფენო სივრცეში კი შეხვდნენ მათთვის საინტერესო მიმართულებების ხელმძღვანელებს, ერთად განიხილეს და დაგეგმეს კორპორაციულ სექტორში სამომავლო სასწავლო სტრატეგიები.

გარდა ამისა, საქართველოში პირველად, ტრენინგ ინდუსტრიაში ინიცირებულია ეთიკის დოკუმენტი; შედგა ფართო მსჯელობა, თუ როგორ შეიცვალა კორპორაციული სწავლება და როგორი იქნება მომავლის სწავლება, მისი თანმდევი ტენდენციები და გამოწვევები.

„წლის ღონისძიების მხარდამჭერია Hotsale.ge, რომელიც ქართულ ბაზარზე უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს და ლიდერ პოზიციას იკავებს ელექტრონული კომერციის სფეროში. მომსახურების თუ სერვისების მიმართულებით ვთანამშრომლობთ 10 000 კომპანიასთან და მათ მუდამ მხარს ვუჭერთ განვითარებასა და პოპულარიზაციაში. ჩვენი მიზანია, უწყვეტად ვიზრუნოთ განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიონალებსა და კომპანიებზე, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ. მოხარული ვარ, რომ ტრენერთა ასოციაციასთან ჩვენი თანამშრომლობა შედგა და ვიმედოვნებ, ერთად უამრავ პროექტს განვახორციელებთ,“ - აღნიშნა Hotsale.ge-ის ბრენდ მენეჯერმა ლანა ცხადაძემ.

შემაჯამებელ შეხვედრაზე პროექტის მონაწილეებს მათ Hotsale.ge-სგან საჩუქრები გადაეცათ:

TICE - არაფორმალური განათლების სფეროს ტრენინგ მენეჯერებისთვისა და ხელმძღვანელებისთვის უახლესი გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობების დაგეგმვის ეფექტურ პლატფორმაა. ტრენინგ ინდუსტრიაში ეს სრულიად განსხვავებული, უპრეცედენტო გამოცდილებაა, რომელიც აერთიანებს საუკეთესო სპიკერებს აქტუალური თემებით, ტრენინგ ცენტრებსა და ინოვატორული კომპანიების პირველ საგამოფენო სივრცეებს.