ავტორი:

"სიკვდილმისჯილი პატიმარი ხომ არ არის, ციხეში რატომ უნდა მოკვდეს? პრეზიდენტთანაც ვისაუბრე მის შეწყალებაზე" - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

"სიკვდილმისჯილი პატიმარი ხომ არ არის, ციხეში რატომ უნდა მოკვდეს? პრეზიდენტთანაც ვისაუბრე მის შეწყალებაზე" - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

ადრე, პრეზიდენტთანაც მქონდა საუბარი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე, მისი აზრი მაინტერესებდა. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, შრომა და მუშაობაა საჭირო საზოგადოებასთან, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მიტროპოლიტის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს არ შეუძლია მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოების რაღაც ნაწილს მოეწონება და რაღაც ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელი იქნება.

"მე მქონდა პრეზიდენტთანაც საუბარი, ადრე, ამ შეწყალებაზე, მისი აზრი მაინტერესებდა. იმისათვის, რომ ეს მოხდეს შრომა და მუშაობაა საჭირო საზოგადოებასთან იმიტომ, რომ თვითონ საზოგადოებაშიც არის განსხვავებული აზრი შეწყალებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა მითხრა ასეთი რაღაც პირდაპირ, რომ ის გამოხატავს ხალხის ნებას, არ შეუძლია მას მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც რაღაც ნაწილს საზოგადოებისას მოეწონება და რაღაც ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელი იქნება. მე მიმაჩნია, რომ ასეთი რანგის ადამიანის მდგომარეობა განსაკუთრებულად უნდა იყოს განხილული, როგორც ჩვეულებრივი პატიმარი ასე არ უნდა იყოს.

მას სჭირდება ადეკვატური მკურნალობა, რომელიც არ არის, უბრალოდ ამ ქვეყანაში არ არის ამის საშუალება. სიკვდილმისჯილი პატიმარი ხომ არ არის, ციხეში რატომ უნდა მოკვდეს, ვის სჭირდება ახლა მაგის ციხეში სიკვდილი? სახიფათოა ის დაავადება, რაც მას აქვს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.