ავტორი:

საქართველო თავდაცვის გასაძლიერებლად აშშ-სგან 35-მილიონ დოლარს მიიღებს

საქართველო თავდაცვის გასაძლიერებლად აშშ-სგან 35-მილიონ დოლარს მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს, თავდაცვის გაძლიერების მიზნით, 35 მილიონ დოლარს გამოუყოფს. აღნიშნულის შესახებ "ამერიკის ხმას" წერილობით კომენტარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განუცხადა.

როგორც ცნობილია, შეერთებული შტატები 713 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს უკრაინის და 15 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად გამოყოფს.

"ამერიკის ხმა" სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის კომენტარზე დაყრდნობით წერს, რომ ამ 713 მილიონი დოლარიდან 322 მილიონი დოლარი უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება. დანარჩენი თანხა კი ბაკლანეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე განაწილდება. მათ შორის არის საქართველოც.

"საქართველო მიიღებს $35 მილიონს, რაშიც შედის ბრიგადის საბრძოლო აღჭურვილობის კომპლექტი, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა, მოწინავე საველე არტილერიის ტაქტიკური მონაცემების სისტემა, მობილურობის შესაძლებლობები და კიბერ-თავდაცვა“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხში.