უკრაინაში, კიევის ცენტრში აღმართული ძეგლი, რომელიც უკრაინელი და რუსი ხალხის მეგობრობის სიმბოლო იყო, გაანადგურეს.
ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი, რუსეთის იმპერიალისტური იდეებით წამოწყებული ომი გახდა. უკრაინაში ეს ძეგლი საბჭოთა კავშირის პერიოდში აღმართეს. მონუმენტის დემონტაჟის პროცესს 50-მდე უკრაინელი ესწრებოდა.
ფოტოს სააგენტო Reuters აქვეყნებს. სურათი კი "როიტერსის" ფოტოგრაფს, გლებ გარანიხს ეკუთვნის.