ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო სეზონიდან "ნაპოლის" რიგებში ითამაშებს: რას წერს ფაბრიციო რომანო

ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო სეზონიდან "ნაპოლის" რიგებში ითამაშებს: რას წერს ფაბრიციო რომანო

ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას კარიერის შესახებ უკვე დიდი ხანია არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. მას ხან რომელ ევროპულ კლუბს უკავშირებდნენ, ხან რომელს,

თუმცა ამჯერად ყველაზე სარწმუნო წყარო, იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, რომ იტალიურმა კლუბმა "ნაპოლიმ“ კვარაცხელიასთან ოფიციალური კონტრაქტი გააფორმა. მისივე ცნობით, ხვიჩა იტალიურ კლუბს მომავალი სეზონიდან შეუერთდება.

"ნაპოლიმ მომავალი სეზონისთვის ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად გაიფორმა. გარიგება დასრულდა. ყაზანის "რუბინის“ ყოფილი ფეხბურთელი „ნაპოლის 5-წლიანი კონტრაქტით შეუერთდება“, - წერს რომანო.

ინფორმაციისთვის, კვარაცხელიამ ყაზანის "რუბინი“ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დატოვა და ამჟამად ის ბათუმის "დინამოში“ თამაშობს.