ავტორი:

გიგა ჩხაიძე: ,,საავტომობილო სამყაროს მომავალი ელექტრომობილებშია"

გიგა ჩხაიძე: ,,საავტომობილო სამყაროს მომავალი ელექტრომობილებშია"

სატრანსპორტო კომპანია ,,hybrid auto park tbilisi" 2019 წელს დაფუძნდა და კომპანია საზოგადოებას სთავაზობს ჰიბრიდული ავტომობილების გაქირავების სერვისს, თუმცა როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, გიგა ჩხაიძემ აღნიშნა კომპანიის ავტოპარკს მალე ბიზნეს და პრემიუმ კლასის ავტომობილებიც შეემატება და ყველა მსურველს შეეძლება ასევე მათი დაქირავებაც.

მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ:

,, ჩვენი ავტოპარკი დღესდღეობით რამდენიმე ათეულ ჰიბრიდულ ავტომობილს ითვლის, კომპანია ამ ეტაპზე ძირითადად toyota_ს მარკის ავტომობილებით არის დაკომპლექტებული და სერვისი გათვლილია როგორც ყოველდღიურ გაქირავებაზე ასევე ავტომობილის საბოლოო გამოსყიდვით სარგებლობის უფლებაზე გარკვეული ვადით, ასევე ჩვენთან ყველა ავტომობილი დაზღვეულია მძღოლზე მორგებული პირობებით, როგორც ფრანშიზით ასევე უფრანშიზოდ.

გიგა, რატომ გადაწყვიტეთ ამ კატეგორიის ბიზნეს საქმიანობით რომ დაკავებულიყავით, რა პერსპექტივა დაინახეთ მაშინ როდესაც აფუძნებდით კომპანიას და რა პერსპექტივებს ხედავთ მომავალში ავტომობილების გაქირავების ბაზარზე?

პროფესიად ტრანსპორტის მენეჯმენტის სპეციალობა ბაკალავრიატშივე ავირჩიე და შემდგომ მაგისტრატურაში ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზეც იგივე სპეციალობით გავაგრძელე სწავლა, სწავლა რომ დავასრულე ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა ქართულ საავტომობილო ბაზარზე toyota prius _ ების შემოდინება და მივხვდი რომ ეს ავტომობილი საქართველოში აუცილებლად ჩამოყალიბდებოდა ყველაზე პრაქტიკულ ავტომობილად, ჰიბრიდულმა ავტომობილებმა პრაქტიკულად დაამკვიდრა ჩვენს ქვეყანაში გაქირავების სერვისიც.

რა გეგმები გაქვთ მომავალში და თუ აპირებთ ჰიბრიდული ავტომობილების ელექტრომობილებით ჩანაცვლებას?

სამომავლოდ ვაპირებთ ჩვენს ავტო პარკს შევმატოთ ბიზნეს და პრემიუმ კლასის ავტომობილები და მათი დაქირავების სერვისიც შევთავაზოთ ადამიანებს, ელექტრომობილებს ყურადღებით ვაკვირდებით და ალბათ მალე გადავერთვებით კიდეც, ჩემი ვარაუდით საავტომობილო სამყაროს მომავალი ელექტრომობილებშია.

გიგა გავლენა თუ იქონია სატრანსპორტო ბიზნესზე და ზოგადად ბიზნესზე საქართველოში და მსოფლიოში ბოლოდროინდელმა მოვლენებმა?

რათქმაუნდა იქონია გავლენა როგორც სხვა ქვეყნებში ასევე ჩვენთანაც, მაგალითისთვის პანდემიამ საქართველოში უძრავი ქონების გაქირავების ბიზნესი ფაქტიურად გააჩერა, მაგრამ მოძრავი ქონების გაქირავება პირიქით, რაც შეეხება ომიანობას, ასეთმა კრიზისულმა სიტუაციამ უძრავი ქონების გაქირავების და თუნდაც ყიდვა-გაყიდვის ბიზნესი აამუშავა საქართველოში გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა ფასები საგრძნობლად გაზარდა, ასე რომ ბოლოდროინდელი მოვლენები რაღათქმაუნდა ახდენს გავლენას ბიზნესზე და ეკონომიკაზე.

R