ავტორი:

"საქართველო არის ძალიან ღირებული პარტნიორი, ვეძებთ გზებს, რათა მეტი გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ... " - იენს სტოლტენბერგი

"საქართველო არის ძალიან ღირებული პარტნიორი, ვეძებთ გზებს, რათა მეტი გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ... " - იენს სტოლტენბერგი

უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრა ნატო-ს აჩვენებს იმ საჭიროებას, რომ უზრუნველყოს იმ ქვეყნების მხარდაჭერა ევროპაში, რომლებიც არც ნატო-ს და არც ევროკავშირის წევრები არ არიან, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტის ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ნატო-ს ძალიან ღირებული პარტნიორია.

„უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრა ნატო-ს აჩვენებს იმ საჭიროებას, რომ უზრუნველყოს იმ ქვეყნების მხარდაჭერა ევროპაში, რომლებიც არც ნატო-ს და არც ევროკავშირის წევრები არ არიან, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო. ეს ეხება როგორც პრაქტიკულ მხარდაჭერას, ისე პოლიტიკურს. საქართველო არის ძალიან ღირებული პარტნიორი და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით ვეძებთ გზებს, რათა მეტი გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს ახლო პარტნიორებთან ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.