ავტორი:

"მამაკაცი, რომელმაც ვაზისუბანში მძინარე მშობლები დახოცა, შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდა, კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელია" - რას ჰყვებიან მეზობლები?

"მამაკაცი, რომელმაც ვაზისუბანში მძინარე მშობლები დახოცა, შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდა, კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელია" - რას ჰყვებიან მეზობლები?

მეზობლების ინფორმაციით, პირი, რომელმაც ვაზისუბანში მძინარე მშობლები, ზაზა ბეროზაშვილი და ლალი თავაძე ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა, კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.

როგორც ერთ-ერთი მეზობელი ჰყვება, მოკლულებს დაკავებულ გიორგი ბეროზაშვილის გარდა, კიდევ ორი შვილი ჰყავდა, ოჯახის წევრებს კი ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

"ზაზა ლექტორი იყო, ლექციებს კითხულობდა, ლალი დიასახლისი იყო. მომხდარის გამო გაოგნებულები ვართ", - განაცხადა მეზობელმა.

მისივე ცნობით, დაკავებულ გიორგი ბეროზაშვილს ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონია და არც აზარტულ თამაშებს თამაშობდა.

მეზობლის თქმით, ხანძრის შესახებ დაკავებულს დებმა დაურეკეს, რადგან ის შემთხვევის ადგილიდან დიდი ხნის წასული იყო.

ცნობისთვის, ვაზისუბანში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გუშინ ხანძარი მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღვოდა.

შსს-ს ცნობით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.

ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.

ასევე იხილეთ: