ავტორი:

"ეს მხოლოდ დასაწყისია - რუსეთის ფინალური მიზანი მხოლოდ უკრაინის აღება არ არის" - რას აცხადებს ზელენსკი?

"ეს მხოლოდ დასაწყისია - რუსეთის ფინალური მიზანი მხოლოდ უკრაინის აღება არ არის" - რას აცხადებს ზელენსკი?

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი არ დაკმაყოფილდება მხოლოდ უკრაინით და ეს ესმის მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს.

ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა "ტელეგრამზე" განაცხადა.

"თავისუფალ მსოფლიოში თითქმის არ დარჩა არავინ, ვისაც შეიძლება არ ესმოდეს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ - ეს მხოლოდ დასაწყისია.

რუსეთის ხელისუფლების ფინალური მიზანი არა მხოლოდ უბრალოდ უკრაინის ტერიტორიის აღებაა, არამედ ევროპის ცენტრისა და მისი აღმოსავლეთის დახლეჩვა და დემოკრატიისთვის გლობალური დარტყმის მიყენებაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თავისუფალ მსოფლიოს თავდაცვის უფლება აქვს, სწორედ ამიტომ უკრაინას კიდევ უფრო მეტ დახმარებას გაუწევს.