ავტორი:

"რუსეთის ეკლესიის მსახურებს მკაფიოდ დაევალათ, გაატარონ კამპანია, რომ ახალგაზრდებმა სამხედრო სამსახურისთვის კონტრაქტები გააფორმონ" - უკრაინის თავდაცვის უწყება

"რუსეთის ეკლესიის მსახურებს მკაფიოდ დაევალათ, გაატარონ კამპანია, რომ ახალგაზრდებმა სამხედრო სამსახურისთვის კონტრაქტები გააფორმონ" - უკრაინის თავდაცვის უწყება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურებს მკაფიოდ დაევალათ, რომ რუსი ახალგაზრდების ნათესავებსა და მშობლებს შორის კამპანია გაატარონ, რათა წაახალისონ ისინი და ახალგაზრდებმა სამხედრო სამსახურისთვის კონტრაქტები გააფორმონ.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"ანაფორაში გამოწყობილი პროპაგანდისტები, კრემლის დავალებით ,,რუსული სამყაროს" დოქტრინას ქადაგებენ, რომელიც მართლმადიდებლურ სწავლებას არ შეესაბამება", - ნათქვამია სადაზვერვო სამმართველოს განცხადებაში.

სადაზვერვო სააგენტომ ასევე განაცხადა, რომ აქვეყნებს სასულიერო პირების სახელებს, რომლებიც რუს პროპაგანდისტებთან თანამშრომლობენ.