ავტორი:

"ვფიქრობ, რომ ამას გარკვეული პოლიტიკური ელფერი აქვს" - სალომე ზურაბიშვილი საქათველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაზე

"ვფიქრობ, რომ ამას გარკვეული პოლიტიკური ელფერი აქვს" - სალომე ზურაბიშვილი საქათველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ საქართველოს ელჩის გაწვევას "გარკვეული პოლიტიკური ელფერი აქვს“. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Foreign policy-სთან ინტერვიუში ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ისაუბრა.

"მე ვფიქრობ, რომ ამას გარკვეული პოლიტიკური ელფერი აქვს, რომელიც შიდა ქართულ პოლიტიკასთან არის დაკავშირებული და ზოგიერთი ქართული ოპოზიციური პარტიის კავშირებთან, ზოგიერთ უკრაინელ ლიდერთან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა, რას გულისხმობდა ამაში, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა განმარტა:

"კარგი, მე ვფიქრობ, რომ არის გარკვეული წინააღმდეგობები... მაგრამ ეს არ არის ის, რის გამჟღავნებასაც ვისურვებდი, რადგან ვფიქრობ, რომ ამ დროს ჩვენ რაც შეიძლება მჭირდრო ურთიერთიერთობა გვჭირდება უკრაინასა და საქართველოს შორის.

არის საკითხი, რომლის განხილვაც არ მიყვარს, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველოში არიან ოპოზიციის ლიდერები, [საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან და ოდესის გუბერნატორთან] სააკაშვილთან დაახლოებული, რომელიც უკრაინაში იყო და იქ, თავისი მეგობრები ჰყავს და ის ცდილობს, საქართველოსა და უკრაინას შორის ძაფების გაბმას, რაც არ მგონია ნამდვილად შესაფერისი მომენტი იყოს", - განაცხადა ზურაბიშვილმა