ავტორი:

"სამოქალაქო პირებს მოქალაქეებს "აზოვსტალის“ დატოვება შეუძლიათ, სამხედროებმა - იარაღი უნდა დაყარონ" - დიმიტრი პესკოვი

"სამოქალაქო პირებს მოქალაქეებს "აზოვსტალის“ დატოვება შეუძლიათ, სამხედროებმა - იარაღი უნდა დაყარონ" - დიმიტრი პესკოვი

პრეზიდენტმა პუტინმა საკმაოდ მკაფიოდ თქვა - სამოქალაქო პირებს შეუძლიათ "აზოვსტალიდან“ გავიდნენ და ნებისმიერი მიმართულებით წავიდნენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კომენტარს, რომ უკრაინა მარიუპოლიდან ხალხის ევაკუაციის გამო სასწრაფო მოლაპარაკებებისთვის მზადაა.

"პრეზიდენტმა პუტინმა საკმაოდ მკაფიოდ თქვა - სამოქალაქო პირებს შეუძლიათ "აზოვსტალიდან“ გავიდნენ და ნებისმიერი მიმართულებით წავიდნენ, სამოქალაქო პირებმა კი იარაღი უნდა დაყარონ და გავიდნენ. მათ სიცოცხლე შეუნარჩუნდებათ, ყველა დაშავებულს და ავადმყოფს სამედიცინო დახმარება გაეწევა, რა შეიძლება იყოს მოლაპარაკების თემა ამ შემთხვევაში?“ - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა მარიუპოლიდან ხალხის ევაკუაციის გამო სასწრაფო მოლაპარაკებებისთვის მზადაა და იმედოვნებს, რომ გაეროს გენერალური მდივნის მონაწილეობა ამ მისიაში ეფექტური იქნება.