ავტორი:

"უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე, მას შემდეგ ვაკაკუნებთ ნატო-ს კარზე, მაგრამ არასდროს გაღებულა" - დმიტრო კულება

"უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე, მას შემდეგ ვაკაკუნებთ ნატო-ს კარზე, მაგრამ არასდროს გაღებულა" - დმიტრო კულება

უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე მსოფლიო მშვიდობისთვის, მას შემდეგ ვაკაკუნებთ ნატო-ს კარზე, მაგრამ არასდროს გაღებულა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება "ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, რუსული აგრესია უსაფრთხოების ვაკუუმმა გამოიწვია.

"მსოფლიო ვალშია უკრაინის უსაფრთხოების წინაშე და ჩვენ ვთხოვთ სახელმწიფოებს გადაწყვიტონ უსაფრთხოების რა გარანტიების უზრუნველსაყოფად არიან ისინი მზად,“- აცხადებს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.