ავტორი:

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის მომხმარებლებისთვის განახლებული საანაბრე სერვისები

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის მომხმარებლებისთვის განახლებული საანაბრე სერვისები

ახალი ლიბერთის სტატეგიის და ახალი გუნდის საქმიანობის პრიორიტეტი ადამიანები და მათი ოჯახების ცხოვრების გაუმჯობესებაა. შესაბამისად მომხმარებელზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება და მუდმივი უკუკავშირი ბანკის ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენს . საბანკო პროდუქტების მუდმივად განახლებითა და გამარტივებით ლიბერთი მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ინარჩუნებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მარტივი, ხელმისაწვდომი საბანკო პროდუქტების და მათ შორის, ისეთი საანაბრე პროდუქტების შექმნა, რომელიც მაღალი სარგებლით იქნება გამორჩეული და ჩვენი მეანაბრეების ქცევასა და საჭიროებებზე იქნება მორგებული. მუდმივი წამახალისებელი აქციებით კი ვცდილობთ პოზიტიური განწყობა შევუქმნათ ჩვენს მომხმარებელს და გავზარდოთ მათი კმაყოფილება და ლოიალობა. მაგალითად, ლიბერთის შემნახველი ანაბრის პირობები, ბაზარზე არსებულ პირობებთან შედარებით მოქნილი და უნიკალურია. ჩვენს მეანაბრეებს ყოველდღიურ ნაშთზე უგროვდებათ სარგებელი, მაშინ როცა სხვაგან სარგებლის დარიცხვა ყოველთვიურ მინიმალურ ნაშთზე ხორციელდება,“ - აღნიშნავს თინათინ ნეფარიძე, ლიბერთის საცალო ბიზნეს მიმართულების საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების განყოფილების უფროსი.

ვადიან და მოთხოვნამდე ტიპის ანაბრების გარდა ლიბერთის მომხმარებელს საშუალება ეძლევა ისარგებლოს ზრდადი დაგროვების სერვისით - ,,ყულაბა“.

ეს არის ლიბერთი ბანკის მარტივი საბანკო პროდუქტი, რომელიც სრულად ასახავს მომხმარებლის მოთხოვნებს და ყველა ტიპის კლიენტის ქცევაზეა მორგებული, როგორც ციფრულ არხებში ასევე, ტრადიციულ არხებში.

ლიბერთის მომხმარებელს შეუძლია თავად აირჩიოს მისთვის სასურველი, დაგროვების ოთხი გზიდან ერთ-ერთი ან ყველა ერთად და დაგროვებული თანხა ავტომატურად მოხვდება მის „ყულაბაში“:

ქეშბექიდან დაბრუნებული თანხა

  • დამრგვალება, რაც გულისხმობს გადახდილ და დამრგვალებულ თანხებს შორის სხვაობის ყულაბაში ავტომატურ გადარიცხვას, რომლის გაორმაგება, გასსამაგება ან გახუთმაგებაც კი შესაძლებელია
  • ფიქსირებული თანხა, რომელიც ყოველი გადახდისას ყულაბაში აღმოჩნდება
  • თარიღის და თანხის წინასწარ განსაზღვრა

ამასთან ერთად მომხმარებელი მიიღებს დამატებით სარგებელს დარიცხული პროცენტის სახით. პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს.

„თანამედროვე სამყაროში ფულის დაგროვება რთულია და ახალი პროდუქტის შექმნისას, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო გაგვემარტივებინა ჩვენი მომხმარებლებისთვის დაგროვების პროცესი. შეიქმნა მოქნილი ,,ყულაბა“ - თანამედროვე საანაბრე საბანკო სერვისი, რომელიც ფულის ხარჯვასთან ერთად, მის დაგროვებას ითვალისწინებს. მომხმარებელს შეუძლია დაისახოს დაგროვების კონკრეტული მიზანი და აკონტროლოს დაგროვილი თანხები და ასევე, თუ რამდენი პროცენტით შესრულდა მიზნის მისაღწევად თანხის დაგროვების გეგმა. „ყულაბის“ დახმარებით ხარჯავთ და პარალელურად, ავტომატურად აგროვებთ ფულს საკუთარი მიზნებისა და სურვილებისთვის. სულ რამდენიმე თვეა რაც „ყულაბა“ გაეშვა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენს მომხმარებლებში,“ - აღნიშნავს ელენე ჩუბინიძე, ლიბერთის ციფრული ბანკინგის დეპარტამენტის უფროსი.

ლიბერთი ბანკი სიდიდით მესამე სისტემური ბანკია და შესაბამისად „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაშია ჩართული. ეს გულისხმობს, რომ თითოეული ანაბარი ავტომატურად დაზღვეულია.

R