ავტორი:

"როდესაც ეს შოუ დავიწყეთ, არც სოციალური ქსელები, არც iPhone არ არსებობდა.." - ელენ დეჯენერესი მაყურებელს დაემშვიდობა

"როდესაც ეს შოუ დავიწყეთ, არც სოციალური ქსელები, არც iPhone არ არსებობდა.." - ელენ დეჯენერესი მაყურებელს დაემშვიდობა

ელენის შოუ, რომელიც მაუწყებლობის უკვე მეცხრამეტე სეზონს ითვლის, შეწყდა და ელენ დეჯენერესი მაყურებელს დაემშვიდობა.

გამოსამშვიდობებელი ტექსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

"დღეს ელენის შოუს უკანასკნელი ეპიზოდი გადავიღეთ, რომელიც 26 მაისს გავა ეთერში. როდესაც ჩვენ ეს შოუ 2003 წელს დავიწყეთ, iPhone არ არსებობდა, სოციალური ქსელები არ არსებობდა, გეი ქორწინება არ იყო ლეგალული.

ჩვენ ვუყურებდით სამყაროს ცვლილებას ხან უკეთესობისკენ და ხან - არა. მაგრამ რაც უნდა ყოფილიყო, მიზნად მქონდა, რომ შოუ ყოფილიყო ადგილი, სადაც ჩვენ ყველანი ერთად შევიკრიბებოდით და ერთი საათის განმავლობაში ვიცინებდით. თქვენი ცხოვრების ნაწილად ყოფნა, ჩემთვის ყველაზე დიდი პრივილეგია იყო და ამან უდიდესი სიხარული მარგუნა.გმადლობთ, გმადლობთ, გმადლობთ", - წერს ელენი.

შოუს შემქმნელების ეს გადაწყვეტილება, ბოლო ორი წლის სკანდალებს უკავშირდება. 2020 წელს, სააშკარაოზე გამოვიდა ინფორმაცია ტოქსიკური სამუშაო გარემოსა და კადრს მიღმა ელენის არაჰუმანური ქცევების შესახებ.

წამყვანს, რომელიც თავის შოუში კეთილშობილებას ქადაგებდა, ისტორიების მოსმენის შემდეგ, ბევრი აკრიტიკებდა და ამას, საბოლოოდ, გადაცემის რეიტინგის კლება მოჰყვა. Warner Bros.-ის მშობელმა კომპანიამ, WarnerMedia-მა გამოძიება დაიწყო და თქვა, რომ დასკვნები მიუთითებს "შოუს ყოველდღიური მენეჯმენტის გარკვეულ ხარვეზებზე" და "ნაკლოვანებებზე, რომლებიც დაკავშირებულია შოუს ყოველდღიურ მენეჯმენტთან".

დეჯენერესმა ჯერ კიდევ 2021 წლის მაისში გამოაცხადა, რომ შოუს 19-წლიანი მაუწყებლობის შემდეგ დაასრულებდა: "თქვენ შეიძლება გიკვირდეთ, თუ რატომ გადავწყვიტე მე-19 სეზონზე შოუს დამთავრება. სიმართლე ისაა, რომ მე ყოველთვის ვენდობი ჩემს ინსტინქტს და ახლა ის მეუბნება, რომ დროა", - ამბობდა ელენი.

წყარო: dailymail

მოამზადა ანა სიბოშვილმა