ავტორი:

უფრო უსაფრთხო და მოსახერხებელი რენტგენოგრაფი Shimadzu Soniavizion G4 უკვე საქართველოშია

უფრო უსაფრთხო და მოსახერხებელი რენტგენოგრაფი Shimadzu Soniavizion G4 უკვე საქართველოშია

სხვადასხვა ტიპის კვლევებისა და დაავადების დიაგნოსტირების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება რენტგენოგრაფს. რენტგენის შედეგებით არაერთი დაავადების დადგენა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა ხდება. ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს რენტგენის ხარისხს. საქართველოში კლინიკების ტექნიკური აღჭურვილობა და მათ შორის, რენტგენოგრაფები ერთმანეთისგან განსხვავდება. სულ ახლახან მრავალპროფილურ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ უახლესი თაობის, სრულად ციფრული იაპონური რენტგენოგრაფი Shimadzu Sonialvision G4 მიიღეს. ეს გახლავთ 2021-2022 წლების მოდელი, რომელიც წინა თაობების აპარატებთან შედარებით ბევრი სიახლითა და უპირატესობით გამოირჩევა.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ სხივური და რადიოდიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მედიცინის დოქტორის, სოფო ჭედიას განმარტებით, წინა თაობის აპარატებისგან განსხვავებით, ამ მოდელში მინიმუმამდეა დაყვანილი რადიაციული გამოსხივების დონე. აპარატი იძლევა ისეთი მაღალი ხარისხის გამოსახულებას, რომ წინა თაობის რენტგენებისთვის შეუმჩნეველი დეტალები უპრობლემოდ ვიზუალიზდება. მისი საშუალებით შესაძლებელია ერთ ფირზე სხეულის ბევრად დიდი არეალის მოცვა, ვიდრე წინა თაობის აპარატების შემთხვევაში, რაც პაციენტს ზედმეტი დასხივებისგან იცავს. უფრო დეტალურად ახალ აპარატსა და გამარტივებულ კვლევებზე სოფო ჭედია გვესაუბრება.

ზოგადად, რას ნიშნავს ციფრული რენტგენოგრაფი? რა არის მისი უპირატესობები?

ანალოგური, ანუ ძველი თაობის, რენტგენისგან განსხვავებით, ციფრულ რენტგენს აქვს საშუალება, რომ სურათი გადაიღოს 1024x1024 გაფართოებით, 12 ბიტში. ეს გვაძლევს ძალიან მაღალი ხარისხის რენტგენოგრაფიულ გამოსახულებას. ასევე, Shimadzu-ს ციფრული ტექნოლოგია თავიდან აგვაცილებს ზედმეტ რადიაციას და უზრუნველყოფს მაღალკონტრასტულ გამოსახულებას.

გადაღებული გამოსახულებები ადვილად მუშავდება 3D რეჟიმში და ავტომატურად ინახება სისტემაში, რაც დიდი კომფორტია ექიმებისთვის და კვლევის სურათების ხანგრძლივი დროით არქივირების საშუალებას იძლევა.

უშუალოდ Shimadzu Sonialvision G4-ის უპირატესობებს შორის კი გამოვყოფდი ე. წ. SLOT-პროგრამას, რაც გულისხმობს ერთი სხივით 140 სმ სიგრძის ვიზუალის გადაღებას, კიდურების სიგრძის ერთმანეთთან შედარებას, ხერხემლის გადაღებას სკოლიოზების დროს და სხვ.

აპარატს ასევე გააჩნია ტომოსინთეზის ფუნქცია. ეს არის ნებისმიერი გადასაღები სისტემის შრეობრივი რენგენოგრაფია, რაც იძლევა საშუალებას უფრო ზუსტად და დეტალურად გამოვიკვლიოთ საეჭვო უბანი. რიგ რთულ შემთხვევებში, დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭირო აღარ ხდება საჭირო დამატებით კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება.

აპარატს გააჩნია სხვადასხვა ზომის კასეტები, რომლებიც ჩაიდგმება სამიზნე მოწყობილობის წინა მხარეს. ეს მოწყობილობა ავტომატურად გადაადგილდება და ცალკეულ კადრებს აფიქსირებს. 4-ველიანი კამერა უზრუნველყოფს სწორ ექსპოზიციას და ზუსტ გამოსახულებას.

კონკრეტულად რა კვლევების დროს გამოიყენება ახალი აპარატი და ის სრულად ჩაანაცვლებს ძველს თუ სხვადასხვა შემთხვევებში გამოიყენებთ თითოეულ მათგანს?

„ნიუ ჰოსპიტალსს“ ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, ამიტომ შესაბამისი ჩვენების შემთხვევაში გამოყენებული იქნება სხვა აღჭურვილობაც. მაგალითად, ასეთია „ტოშიბას“ ძალიან მაღალი დონის აპარატი, რაც აქამდეც გვქონდა კლინიკაში.

ახალი აპარატით შესაძლებელია როგორც რენტგენოსკოპული, ასევე რენტგენოგრაფული გამოკვლევების სრული სპექტრი. რენტგენოსკოპული კვლევებია: გულმკერდის რენტგენოსკოპია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოსკოპია, რომელიც მოიცავს საყლაპავის, კუჭის, 12-გოჯა, წვრილი და მსხვილი ნაწლავის კონტრასტულ კინეტიკურ გამოკვლევებს, ასევე ირიგოსკოპიას; უროლოგიური რენტგენოსკოპია, რომელიც მოიცავს ექსკრეტორულ უროგრაფიას, ცისტოსკოპიას, მიქციურ ცისტოსკოპიას, ურეთეროცისტოსკოპია; ფისტულოგრაფია და ქოლანგიოსკოპია.

რენგენოგრაფული კვლევებია კიდურების სიგრძის განსხვავების გაზომვა, სკოლიოზის სრულყოფილი კვლევა, ბრტყელტერფიანობის განსაზღვრა, ქუსლი ძვლის აქსიალური პროექცია, კვირისტავის რენგენოგრაფია, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის რენგენოგრაფია, ფილტვის ტომოსინთეზი, ძვლის ტომოსინთეზი.

ვისთვის არის ახალი აპარატი განსაკუთრებით მოსახერხებელი?

აპარატის დიზაინი გათვლილია ჭარბწონიან პაციენტებზე, მორგებულია პაციენტის კომფორტზე და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებზე. ასევე, აქვს სპეციალური პედიატრიული რეჟიმი ბავშვებისთვის.

მას გააჩნია მულტიკასეტური გადაღების შესაძლებლობა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია უროლოგიური და აბდომინური კვლევების დროს, რომლებიც ფართო მხედველობის ველს საჭიროებს.

ახალი აპარატი რამდენად ამცირებს დასხივების დონეს?

რენტგენის სხივები მავნეა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით, თუ პაციენტს რამდენიმე გამოკვლევის ჩატარება დროის მოკლე ინტერვალში უწევს. ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა აპარატის ტექნიკურ მონაცემებს, კალიბრაციას, კვლევის რეჟიმს და დასხივების დოზას. რაც უფრო თანამედროვეა რენტგენის სხივებით მომუშავე აპარატი, იქნება ეს საკუთრივ რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფი თუ ანგიოგრაფი, მით ნაკლებია დასხივების დოზა.

(R)