ავტორი:

"მადლობა ღმერთს, დიქტატურა გვაქვს... დიქტატურა რომ არა, შიშვლები ვიქნებოდით" - ალექსანდრე ლუკაშენკო

"მადლობა ღმერთს, დიქტატურა გვაქვს... დიქტატურა რომ არა, შიშვლები ვიქნებოდით" - ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ევროკავშირის წევრ მეზობელ ქვეყნებზე ისაუბრა, რომლებიც მისი თქმით, სავიზო რეჟიმის დაწესებით, თავიანთ მოქალაქეებს ხელს უშლიან არდადეგების დროს ბელარუსში გამგზავრებაში. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო BelTA წერს.

ლუკაშენკოს განცხადებით, პოლონეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან ხალხი ბელარუსში მარილის გამო მიდის, რადგანაც მათ მარილი არ აქვთ.

"მათ არ აქვთ მარილი, დიდი, მდიდარი დასავლეთი, თუმცა მარილი არ აქვთ. იმის გამო, რომ ხალხმა არ თქვას, ბელარუსში ადამიანები ნორმალურად ცხოვრობენო, მათ უბრალოდ არ უშვებენ, სულ ესაა დემოკრატია“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

  • "მადლობა ღმერთს, დიქტატურა გვაქვს“, - დასძინა მან ირონიულად - წერს სააგენტო "ბელტა."

"თქვენ სულ მაკრიტიკებთ - დიქტატურა, დიქტატურა, მაგრამ ამ დიქტატურაში წესრიგია. დიქტატურა რომ არა, შიშვლები ვიქნებოდით", - აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი.