ავტორი:

"გეხვეწებით, ვინც ახლა პლეხანოვზე ხართ, დამეხმარეთ" - თბილისის ცენტრში არასრულწლოვანს დაიკარგა: ვიდეომიმართვას დედა ავრცელებს

"გეხვეწებით, ვინც ახლა პლეხანოვზე ხართ, დამეხმარეთ" - თბილისის ცენტრში არასრულწლოვანს დაიკარგა: ვიდეომიმართვას დედა ავრცელებს

თბილისის, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარედ არასრულწლოვანი დაიკარგა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პატარა ნიკოლოზის დედა ავრცელებს.

ვიდეომიმართვაში ის ამბობს, რომ მისი შვილი სახლიდან ყვითელი ზედით გავიდა და საზოგადოებას სთხოვს, ბავშვის მოძებნაში დაეხმარონ. მისივე ინფორმაციით, ინფორმაცია უკვე მიაწოდა პოლიციას.

"მეგობრებო, ახლა პლეხანოვზე ვარ. ჩემი შვილი, რომელიც აუტისტია, გავიდა სახლიდან და ვერ ვპოულობთ. გეხვეწებით, ვინც ახლა პლეხანოვზე ხართ, იქნებ გამოხვიდეთ და დამეხმაროთ ძებნაში" - ამბობს დედა ვიდეომიმართვაში.