ავტორი:

"ომმა ის არ შეცვალა... ის არის ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ" - ოლენა ზელენსკა მეუღლის შესახებ

"ომმა ის არ შეცვალა... ის არის ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ" - ოლენა ზელენსკა მეუღლის შესახებ

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ განაცხადა, რომ რუსულ ძალებს გენოციდის ჩადენა და უკრაინელების განადგურება სურდათ. ამის შესახებ მან პოლონურ გაზეთ Rzeczpospolita-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"იმას, რასაც რუსული ჯარები აკეთებენ უკრაინაში, პირდაპირ მივყავართ დასკვნამდე, რომ რუსები უკრაინელების სრულ განადგურებას ცდილობენ, ეს არის მათი ნამდვილი მიზანი. დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ რუსებს ჩვენი განადგურება სურთ, მათ უნდათ გენოციდის ჩადენა და არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვიან, რადგან მათი სიტყვები, მათ ქმედებებს არ ემთხვევა", - განაცხადა ზელენსკამ.

პირველმა ლედიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ომმა მისი ქმარი, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ შეცვალა. მისი თქმით, ის ყოველთვის იყო „ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ".

"ომმა ის არ შეცვალა. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ის ყოველთვის ასეთი იყო. ის არის ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ, ადამიანი, რომელიც არასოდეს დამარცხდება, რაც ბოლომდე ასე გაგრძელდება. უბრალოდ, ახლა მთელმა მსოფლიომ დაინახა ის, რაც შეიძლება ადრე ყველასთვის ნათელი არ იყო", - აღნიშნა უკრაინის პირველმა ლედიმ.