ავტორი:

"კიევის აჩრდილი" დაიღუპა - ცნობილი გახდა ვინ იყო "იდუმალი მფრინავი", რომლის გმირობებზე ლეგენდები დადიოდა

"კიევის აჩრდილი" დაიღუპა - ცნობილი გახდა ვინ იყო "იდუმალი მფრინავი", რომლის გმირობებზე ლეგენდები დადიოდა

ლეგენდად ქცეული პილოტის ვინაობა, რომელიც წინა თვეში რუსეთთან ბრძოლისას დაიღუპა დღეს გასაჯაროვდა. "კიევის აჩრდილს" 40 რუსული ვერტმფრენის ჩამოგდებას მიაწერდნენ. მაიორი სტეფან ტარაბალკა 29 წლის იყო, ჰყავდა მეუღლე და ერთი შვილი. ის მაშინ მოკლეს, როცა მისი სამხედრო ვერტმფრენი, MiG-29 ჩამოაგდეს 13 მარტს.

The Times-თან, მებრძოლი პილოტის ვინაობა და მისი გარდაცვალება, უკრაინულმა წყაროებმა დღეს დაადასტურეს. მათ ისიც თქვეს, რომ სტეფან ტარაბალკას სათვალეები და ჩაფხუტი ლონდონის აუქციონზე გაიყიდება. სოციალურ ქსელებში, უკრაინელები პილოტს "გმირს" და "მფარველ ანგელოზს" ეძახდნენ, იმის მიუხედავად, რომ მისი იდენტობა გასაიდუმლოებული იყო.

ტარაბალკა დასავლეთ უკრაინის პატარა სოფელ კოროლივკაში დაიბადა. დაამთავრა ხარკოვის საჰაერო ძალების ეროვნული უნივერსიტეტი. მას ცოლი ოლენია და მათი რვა წლის ვაჟი, იარიკი დარჩა. "კიევის აჩრდილს" სიკვდილის შემდეგ მიენიჭა უკრაინის უმაღლესი მედალი საბრძოლო მამაცობისთვის, უკრაინის გმირის წოდებით.

მისი მამა, ევონი სამშენებლო მუშა იყო და მისი მშობლები წლის დიდ ნაწილს პორტუგალიაში ატარებდნენ და ასე იანხავდნენ ოჯახს. ევონმა თქვა, რომ უკრაინელი სამხედროები სტეფანის ბოლო ფრენის ან მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან.

მან თქვა: ”ჩვენ ვიცით, რომ ის მიფრინავდა მისიაზე. და მან შეასრულა თავისი დავალება. ამის შემდეგ ის აღარ დაბრუნებულა. ეს არის მთელი ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ”

წყარო:thetimes

მოამზადა: ანა სიბოშვილმა