ავტორი:

"ამ ქონდრისკაცებს ვერ მოუნელებიათ, რომ ივანიშვილმა ბინა მაჩუქა და ამის გამო დღემდე ხელებს არ ვუკოცნი" - რას წერს გია ხუხაშვილი?

"ამ ქონდრისკაცებს ვერ მოუნელებიათ, რომ ივანიშვილმა ბინა მაჩუქა და ამის გამო დღემდე ხელებს არ ვუკოცნი" - რას წერს გია ხუხაშვილი?

ექსპერტი გია ხუხაშვილი წერს, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა დღემდე ვერ მოინელეს ის ფაქტი, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა ბინა აჩუქა და ამის გამო "ხელებს არ უკოცნის".

აღნიშნულის შესახებ პოსტს ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ამ ქონდრისკაცებს ვერ მოუნელებიათ, რომ ივანიშვილმა ბინა მაჩუქა და ამის გამო დღემდე ხელებს არ ვუკოცნი. დიახ, მაჩუქა და ამისთვის მადლობელი ვარ. მიუხედავად ამისა, მისი ვალი არ მაქვს.

თუმცა, თქვენ ვერასდროს გაიგებთ და მიხვდებით, თუ რატომ. დაწყნარდით, თქვენ ბინის ჩუქება ნამდვილად არ გემუქრებათ, ხელებთან ერთად სხვა ადგილებიც რომ დაუკოცნოთ…" - წერს ხუხაშვილი.