ავტორი:

"დადგა "რუსული მშვიდობა", რომელმაც ალინას დაუნგრია მომავალი" - ოკუპანტების ჭურვებს 14 წლის სპორტსმენი ემსხვერპლა: მოკლულია ალინას დედაც

"დადგა "რუსული მშვიდობა", რომელმაც ალინას დაუნგრია მომავალი" - ოკუპანტების ჭურვებს 14 წლის სპორტსმენი ემსხვერპლა: მოკლულია ალინას დედაც

მარიუპოლში ოკუპანტების თავდასხმას 14 წლის სპორტსმენი, ალინა პერეგუდოვა ემსხვერპლა. რუსმა სამხედროებმა დონეცკელ სპორტსმენს დედაც მოუკლეს.

გოგონას შესახებ ინფორმაციას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

"რუსული მშვიდობა" კლავს! მარიუპოლში ალინა პერეგუდოვა დაიღუპა. ის 14 წლის იყო და ძალოსნობაში დიდ იმედებს ამყარებდა. ალინამ ბევრ წარმატებას მიაღწია. ის უკრაინის ნაკრების კანდიდატების შემადგენლობაში იყო.

გასულ წელს ეროვნულ ჩემპიონატზე ოქროს ჯილდოები მოიპოვა. ცდილობდა მიეღწია უმაღლეს დონეზე გამარჯვებისთვის, მაგრამ დადგა "რუსული მშვიდობა", რომელმაც მას დაუნგრია მომავალი.

პერსპექტიული სპორტსმენი, დონეცკის რეგიონიდან, მტრის ჭურვებს ემსხვერპლა. ალინასთან ერთად რუსმა სამხედროებმა მისი დედაც მოკლეს. მარადიული ხსოვნა! მარიუპოლი და მსოფლიო არასდროს დაივიწყებს რუსეთის დანაშაულს კაცობრიობის წინაშე! მათ ვერ დამალავ და ვერ "გააპრავებთ". ჩვენთან ომით მოსულები დაისჯებიან" - ნათქვამია ინფორმაციაში.