უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა. ვიტალი ორბელაძე, მეტსახელად "გრუზინი" ოკუპანტების ტყვიამ ქალაქ იზიუმის დაცვის დროს იმსხვერპლა. შემთხვევა 23 აპრილს მოხდა. ორბელაძე მოხალისეთა ბატალიონში იბრძოდა. როგორც ცნობილია, ის კიევში ცხოვრობდა და 6 შვილი და 4 შვილიშვილი ჰყავდა.
გარდაცვლილის შესახებ წერს უკრაინაში მცხოვრები ქართველი მამაო ნექტარიოს მჭედლიძე:
"უკრაინაში გმირულად დაეცა ვიტალი ორბელაძე, 6 შვილის მამა. დიდება გმირების უკვდავ სულებს" - წერს სასულიერო პირი.