ავტორი:

"ეპიდვითარებისთვის დამახასიათებელი მაჩვენებლები სტაბილურია, თუმცა ამან არ უნდა გაგვათამამოს" - ამირან გამყრელიძე

"ეპიდვითარებისთვის დამახასიათებელი მაჩვენებლები სტაბილურია, თუმცა ამან არ უნდა გაგვათამამოს" - ამირან გამყრელიძე

იმედია, სტაბილური ეპიდვითარება მაისშიც გაგრძელდება - პანდემია შესუსტებისკენ მიდის,- აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, ეპიდვითარებისთვის დამახასიათებელი მაჩვენებლები სტაბილურია.

"ქვეყანაში კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით ეპიდვითარება სტაბილურია. ეს სტაბილური მდგომარეობა ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც გრძელდება და იმედია, მაისშიც გაგრძელდება. ყველა პარამეტრი გაუმჯობესებულია. საბედნიეროდ, დღეს გარდაცვალებაც არ გვაქვს. ეპიდვითარებისთვის დამახასიათებელი მაჩვენებლები სტაბილურია. ამან არ უნდა გაგვათამამოს, გლობალურად ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა ისევ 600 ათასზე მეტია, ყოველდღიური სიკვდილიანობა კი მსოფლიოში განახევრებულია. პანდემია მიდის შესუსტებისკენ, მაგრამ ჯანმოს ჯერ არ გამოუცხადებია დასრულებულად. დიდი იმედი მაქვს, ჯანმო რაღაც პერიოდში წელს ამას გამოაცხადებს“,- აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.