ავტორი:

KTW ჯგუფი 29 აპრილს რთველის სუბსიდირებასთან დაკავშირებით ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

KTW ჯგუფი 29 აპრილს რთველის სუბსიდირებასთან დაკავშირებით ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

KTW ჯგუფი ტელეკომპანიებში: „მთავარი“, „ფორმულა“ და „ტვ პირველი“ გუშინ, 29 აპრილს რთველის სუბსიდირებასთან დაკავშირებით გაჟღერებულ დეზინფორმაციას ეხმაურება:

კომპანია აცხადებს, რომ „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ საქართველოს მთავრობის მიერ 2021 წლის რთველის სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხები, სხვა კომპანიების მსგავსად, კანონის სრული დაცვით მიიღო და რეალურად ეს თანხები მევენახე-ფერმერებს გადასცა, ამ პროცესში კი, KTW ჯგუფმა, ერთგვარად, შუამავლის როლი შეასრულა. პროგრამის პირობებით, სუბსიდირებით სარგებლობა ყველა იმ კომპანიას შეეძლო, რომელიც შეიძენდა და გადაამუშავებდა კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანეს ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს არანაკლებ 0,90 ლარს გადაუხდიდა, საიდანაც სუბსიდია 0,35 ლარს შეადგენდა. KTW ჯგუფმა 2021 წლის რთველის მიმდინარეობისას პროგრამით მოთხოვნილი პირობები სრულად დააკმაყოფილა.

KTW ჯგუფმა ერთ კილოგრამ რქაწითელში მევენახეებს 0.90-1.0 ლარი, ხოლო კახურ მწვანეში 1.35 ლარი გადაუხადა. ჭარბმოსავლიანობის გამო ყურძნის ამ ჯიშების საბაზრო ღირებულება გადახდილთან შედარებით გაცილებით ნაკლები იყო. სწორედ იმისათვის, რომ მევენახეებს არ ეზარალათ, სახელმწიფომ ყურძნის საფასო ღირებულების ნაწილი დაასუბსიდირა. 2021 წელს პროგრამის ფარგლებით რთველის სუბსიდირების მიზანი მკაფიო და ნათელი იყო - პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ ასახულიყო მევენახე-ფერმერებსა და ღვინის მწარმოებლებზე და ამასთან, მოწეული ყურძნის სრულად დაბინავება-რეალიზაცია გამხდარიყო შესაძლებელი. გასულ წელს სუბსიდირების პროგრამით ჯამში 25 ათასამდე ფერმერმა ისარგებლა. „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ” კახელ მევენახეებს ხელი მაქსიმალურად შეუწყო:

1. შეისყიდა ჭარბად მოწეული ყურძენი,

2. მევენახეებს საბაზროზე მაღალი ფასი გადაუხადა; KTW ჯგუფი 21 წელია რაც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და ეროვნულ მიზნებს ემსახურება.

კომპანიამ გასული 5 წლის განმავლობაში:

*მევენახეებისგან დაახლოებით 120 ათასი ტონა ყურძენი მიიღო და გადაამუშავა,

*ექსპორტზე გაიტანა 75 მილიონი ბოთლი ღვინო და ქართული ბრენდი,

*დაასაქმა 2500-ზე მეტი თანამშრომელი,

*სხვადასხვა გადასახადის სახით საქართველოს ბიუჯეტში 30 მილიონი ლარი შეიტანა;

ეს კომპანიის მიღწევების არასრული ჩამონათვალია და კიდევ უფრო მასშტაბური გეგმებით, პოსტპანდემიური ეკონომიკური პრობლემების საპასუხოდ, აგრძელებს ქვეყნის სამსახურში ყოფნას.

სწორედ ამიტომ, KTW ჯგუფი ზემოაღნიშნულ ტელევიზიებს მოუწოდებს, დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, ყურადღება პროგრამის სიკეთეებსა და იმ კეთილდღეობაზე გაამახვილოს, რომელიც სუბსიდირებას მევენახეებისთვის მოაქვს.

„KTW ჯგუფს არასოდეს გაუშუქებია ის საქმეები, რომელიც მადლიერებას ნამდვილად იმსახურებდა. და ყალბი ამბების შეთხზვის ნაცვლად, ამ ტელევიზიების მხრიდან უპრიანი იქნება იმ შედეგებით დაინტერესდნენ, რასაც წარმატებული ბიზნესი და სახელმწიფო მევენახეებისთვის დუალურად აკეთებს. რომ არა ეს პროგრამები, მევენახეობა-მეღვინეობის ბაზარზე ამდენი კეთილი საქმე ნამდვილად ვერ გაკეთდებოდა“, – აცხადებს KTW ჯგუფის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

(R)