ავტორი:

პროკურორის ინფორმაციით, მშობლების მკვლელობაში ბრალდებული მამის დაუკითხავად 21 000 დოლარს დაეუფლა, რაც ტოტალიზატორში დახარჯა

პროკურორის ინფორმაციით, მშობლების მკვლელობაში ბრალდებული მამის დაუკითხავად 21 000 დოლარს დაეუფლა, რაც ტოტალიზატორში დახარჯა

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილის საქმის პროკურორის, გრიგოლ ბიბილაშვილის განცხადებით, ბრალდებულს მშობლებთან კონფქლიტი 2019 წლიდან ჰქონდა. პროკურორის თქმითვე, გიორგი ბეროზაშვილი წლების წინ, მამის უკითხავად, 21 000 დოლარს დაეუფლა, რომლის ნაწილიც მან ტოტალიზატორში დახარჯა, ნაწილი კი მისი შეხედულებისამებრ.

პროკურორის თქმითვე, გიორგი ბეროზაშვილს სწორედ აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით წარმოექმნა მშობლებთან კონფლიქტი.

ბიბილაშვილის განმარტებით, მამის მხრიდან თანხის დაბრუნების მოთხოვნა კონფლიქტში გადაიზარდა.

პროკურორის განმარტებით, აღნიშნული უთანხმოება დედის მიმართაც გავრცელდა. მისივე თქმით, გიორგი ბეროზაშვილმა ცეცხლი მამის ცხედარს წაუკიდა.

გრიგოლ ბიბილაშვილის შუამდგომლობის მიხედვით, მამა-შვილს შორის კონფლიქტი პირადი განაწყენებისა და დაპირისპირების გამო ხდებოდა, რის გამოც, ბეროზაშვილმა მათი მოკვლა განიზრახა.

პროკურორის თქმით, სახლიდან წაღებული ოქრო და ფული გამოძიების მიერ მამის კუთვნილი ავტომობილიდან იქნა ამოღებული. ბეროზაშვილის ავტოფარეხის ჩხრეკისას ამოღებული იქნა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღები და ხელყუმბარები.