ავტორი:

რუსულმა ძალებმა ხარკოვში საავადმყოფო და საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ხარკოვში საავადმყოფო და საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ღამით ქალაქ ხარკოვში საავადმყოფო და საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 9-სართულიანი კორპუსის რამდენიმე ბინაში ხანძარი გაჩნდა. ერთი ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რაც შეეხება საავადმყოფოს, დაბომბვის შედეგად მე-5 სართულზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა არავინ დაშავებულა.