ავტორი:

უმძიმესი კადრები ბუჩადან: "დაღუპულებს ხელები მიბმული და თვალები ახვეული ჰქონდათ" - აღმოჩენილია ნაწამები და მოკლული ადამიანების სამარხი

უმძიმესი კადრები ბუჩადან: "დაღუპულებს ხელები მიბმული და თვალები ახვეული ჰქონდათ" - აღმოჩენილია ნაწამები და მოკლული ადამიანების სამარხი

კიევის ოლქის ბუჩის რაიონში 3 ადამიანის საფლავი აღმოაჩინეს, რომლებიც რუსებმა ჯერ სასტიკად აწამეს და შემდეგ მოკლეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კიევის ოლქის პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვი იუწყება.

პოლიციის ცნობით, სამარხი სოფელ მიროცკოეს მახლობლად მდებარე ტყეში მდებარეობდა, დაღუპულებს ხელები მიბმული და თვალები ახვეული ჰქონდათ. გვამებს წამების კვალი აღენიშნებათ, ასევე სხეულის სხვადასხვა ნაწილში ნატყვიარი აქვთ.

წინასწარი ინფორმაციით, რუსი სამხედროები შეეცადნენ უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების წამების კვალი დაეფარათ, რის გამოც ცხედრები ორმოში ჩაყარეს და მიწით დაფარეს.

ნახეთ კადრები: