ავტორი:

ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.

ტატო გრიგალაშვილი ფინალში ბელგიელ მატიას კასეს დაუპირისპირდა და გაიმარჯვა. სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა კიდევ ერთი მოჭიდავე ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ). გუშინ ტურნირზე ბრინჯაოს მედალს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლა.

1-ელ მაისს სოფიის ტატამზე 5 ქართველი ძიუდოისტი გავა.