ავტორი:

"რუსეთის ჯარის სარდლობა ემზადება დიდი დანაკარგებისთვის და ამზადებს დამატებით მაცივრებს ცხედრების შესანახად" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"რუსეთის ჯარის სარდლობა ემზადება დიდი დანაკარგებისთვის და ამზადებს დამატებით მაცივრებს ცხედრების შესანახად" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"რუსეთის ჯარის სარდლობა ემზადება ახალი დიდი დანაკარგებისთვის და ამზადებს დამატებით მაცივრებს ცხედრების შესანახად", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, იმ ქვედანაყოფებში, რომლის პირადი შემადგენლობა იყო თითქმის სრულად განადგურებული ან არსებითად დასუსტებული მარტსა და აპრილში, ახდენენ ახალი მებრძოლების რეკრუტირებას, რომლებსაც აქვთ სუსტი მოტივაცია და სუსტი საბრძოლო გამოცდილება.

ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფედერაციაში უბრაოდ სურთ საჭირო რაოდენობის მებრძოლების მოგროვება, რათა ამ ქვედანაყოფების საბრძოლველად გაგზავნა შესაძლებელი გახდეს.

"რუსეთის სარდლობას მშვენივრად ესმის, რომ ათასობით რუსი მებრძოლი იქნება მოკლული ან დაჭრილი უახლოეს კვირებში. რუსი მეთაურები ატუებენ თავის ჯარისკაცებს, როდესაც ეუბნებიან, რომ მათ ელოდებათ რაიმე სერიოზული პასუხისმგებლობა ბრძოლაზე უარის თქმისთვის და ამასთან არ უყვებიან, მაგალითად, რუსი ჯარის მიერ ახალი მაცივრების მომზადებაზე ცხედრების შესანახად. არ ყვებიან, რა ახალ „გეგმურ“ დანაკარგებს ელოდებიან გენერლები. ყველა რუს ჯარისკაცს შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა. ჯობია რუსეთში გადარჩეთ, ვიდრე ჩვენს მიწაზე დაიღუპოთ“, - მიმართა ზელენსკიმ რუს სამხედროებს.