ავტორი:

"პუტინი შესაძლოა, საჯარო სივრციდან გაქრეს და ძალაუფლება პატრუშევს დაუთმოს... ის ოპერაციის გაკეთებას აპირებს" - რა ინფორმაცია ვრცელდება  რუსი ტირანის ჯანმრთელობაზე

"პუტინი შესაძლოა, საჯარო სივრციდან გაქრეს და ძალაუფლება პატრუშევს დაუთმოს... ის ოპერაციის გაკეთებას აპირებს" - რა ინფორმაცია ვრცელდება  რუსი ტირანის ჯანმრთელობაზე

ბოლო დღეებია, რაც მედიაში წერენ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მძიმედაა ავად და მას სავარაუდოდ, სიმსივნე აქვს.

პუტინის არასახერბიელო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია, თუმცა მისმა ერთ-ერთმა ბოლო ვიდეომ, სადაც უცნაურად მოძრაობს, ეჭვები უფრო მეტად გაამყარა.

ნახეთ ვიდეო:

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/SGZTNW-U8bw" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

მედიკოსების შეფასებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი სავარაუდოდ, პარკინსონის, ან ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეს ებრძვის.

უფრო მეტიც, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 69 წლის ტირანი, ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, საჯარო სივრციდან მალე გაქრეს, რადგანაც ის გეგმავს, რომ ოპერაცია გაიკეთოს და გარკვეული პერიოდით ძალაუფლება FSB-ს ყოფილ ხელმძღვანელს, ნიკოლაი პატრუშევს გადასცეს.

როგორც ბრიტანული The Sun წერს, ამის შესახებ კრემლთან დაახლოებული პირი იუწყება.

პატრუშევს მიიჩნევენ უკრაინაში ომის სტრატეგიის მთავარ არქიტექტორად და პერსონად, რომელმაც დაარწმუნა პუტინი, რომ კიევი ნეონაცისტებით იყო სავსე.

წყარო: thesun.co.uk