ავტორი:

"აზოვსტალის" ფოლადის ქარხნის მახლობლად მდებარე საცხოვრებელი შენობები 46-მა ადამიანმა დატოვა" - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

"აზოვსტალის" ფოლადის ქარხნის მახლობლად მდებარე საცხოვრებელი შენობები 46-მა ადამიანმა დატოვა" - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

შაბათს მშვიდობიანი მოქალაქეების ორმა ჯგუფმა, საერთო ჯამში 46 ადამიანმა, მარიუპოლში, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნის მახლობლად მდებარე საცხოვრებელი შენობები დატოვა - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე განაცხადა.

25-მა ადამიანმა ნაშუადღევს დატოვა ტერიტორია, ხოლო კიდევ 21-მა საღამოს.

რუსეთის თავდაცვის უწყება ირწმუნება, რომ ყველა მათგანს საკვებით, საცხოვრებლითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყვეს.

მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ ფოლადის ქარხანაში დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე დარჩა და ზოგიერთი მათგანი "სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ზღვარზეა“.