რუსეთის ბელგოროდის ოლქში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ობიექტზე ხანძარია. ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი "ტელეგრამში“ იუწყება.
"სამი მუნიციპალიტეტის - ბორისოვსკისა და ბელგოროდის რაიონებისა და იაკოვლენსკის ოლქის საზღვარზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ობიექტზე ხანძარია. ინფორმაცია დაშავებულთა და ნგრევის შესახებ ზუსტდება“, - წერს გუბერნატორი.
მისივე ინფორმაციით, ყველა ოპერატიული სამსახური ადგილზეა. ხდება უსაფრთხოების აუცილებელი ზომების მიღება.
მეტი ინფორმაციის გავრცელებას ის მოგვიანებით გეგმავს